თავისი დროის უდიდესი მეცნიერის, მკვლევარის, ისტორიკოსის, კარტოგრაფისა
და გეოგრაფის, ქართლის მეფე ვახტანგ VI-ის ძის, ვახუშტი ბატონიშვილის გეოგრაფიული
ატლასი (1742-1743 წწ.) მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. იგი მაღალ დონეზე
შერულებული 19 რუკისაგან შედგება და მასზე გამოსახულია რელიეფი, ჰიდროქსელი, ქალაქები
და სხვ. თვალსაჩინო ნაგებობები. XVIII-XIX საუკუნეების გამოჩენილი ევროპელი კარტოგრაფები
კავკავიის რეგიონის აღწერისას ვახუშტი ბატონიშვილის რუკებით სარგებლობდნენ.
გახდით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების წევრი. ერთად
შევინახოთ ჩვენი კულტურული საგანძური: http://www.manuscript.ge/index.php?m=864
0 comments:
Post a Comment