ჩვენს შესახებ

Author: The Friends of National Centre of Manuscripts /


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების დებულება


საზოგადოების მიზნები და ამოცანები

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უძველესი ქართული და არაქართული ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების ყველაზე მნიშვნელოვანი საცავია, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა დროს სხვადასხვა წიგნთსაცავებსა თუ კერძო კოლექციებში დაცული ქართული კულტურისა და ისტორიის უმნიშვნელოვანესი საგანძური: მდიდრულად ილუსტრირებული უნიკალური ხელნაწერები, ძველნაბეჭდი და რარიტეტული გამოცემები, მემორიალური ნივთები და სხვ. ცენტრში დაცული კოლექცია მოიცავს ისტორიის, გეოგრაფიის, ასტროლოგიის, მათემატიკის, მოგზაურობის, სამართლისა და სხვა დარგების უიშვიათეს ეგზემპლიარებს, ლექსიკონებს, აგიოგრაფიას, სამკურნალო წიგნებს, მხატვრულ ლიტერატურასა თუ ბიბლიურ ტექსტებს. ცენტრში თავმოყრილია V-XIX საუკუნეების ათი ათასამდე ქართული და ოთხი ათასამდე უცხოური (არაბული, სპარსული, თურქული, რუსული, სომხური, ბერძნული, ფრანგული, გერმანული, ლათინური, ებრაული, პოლონური, ინგლისური, ჩეხური, სირიული, ეთიოპიური, მონღოლური და სხვ.) პალიმფსესტური ფურცელი თუ ხელნაწერი; ქართველ მწერალთა პირადი არქივები; გრიგოლ წერეთლის უნიკალური პაპირუსების კოლექცია; საქართველოსა და საზღვარგარეთის სიძველეთსაცავებსა და კერძო კოლექციებში დაცული ქართული და უცხოენოვანი ხელნაწერებისა და ისტორიული დოკუმენტების ფოტოასლები და მიკროფირები; პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი - იტალიურ ქართული ლექსიკონი (1629წ.);  ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილი სახარება (1709წ.); დავითნი (1711წ.); შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ პირველი გამოცემა და სხვ.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების მიზანია ხელმნაწერთა ეროვნულ ცენტრში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება; მათი კვლევისათვის ხელშეწყობა; ცენტრში მიმდინარე პროცესებისა და პროექტების პოპულარიზაცია; მომავალი თაობებისათვის ქვეყნის კულტურული მეკვიდრეობის შენარჩუნებაში მონაწილეობის მიღება; ცენტრისათვის ფინანსური, ტექნიკური და საორგანიზაციო ხასიათის დახმარებისა და მომსახურების გაწევა; ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზაცია და ჩატარება და სხვ.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა შორის არიან ქვეყნის თვალსაჩინო წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, მეცნიერები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეები. მეგობართა საზოგადოების საპატიო თავმჯდომარეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II.
საზოგადოება დაარსდა 2010  წლის 28 ოქტომბერს.


საზოგადოების სტრუქტურა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოება შედგება სხვადასხვა კატეგორიის საპატიო და ნამდვილი (ოქროს მეგობარი, კლასიკური მეგობარი და თანამდგომი) წევრებისგან. მისი წარმომადგენლობითი უმაღლესი ორგანოა წევრთა კრება, მის საქმიანობას კი წარმართავს გამგეობა.  



გამგეობის წევრის უფლება მოვალეობები


გამგეობის წევრი
მეგობართა საზოგადოების დამფუძნებლები ავტომატურად ხდებიან მისივე  გამგეობის წევრები;
გამგეობის წევრის მოვალეობაა მეგობართა საზოგადოების საქმიანობის მართვა წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და პროცედურების შესაბამისად;
ფინანსურად ანგარიშვალდებული არაა მეგობართა საზოგადოების წინაშე;
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ადმინისტრაცისთან შეთანხმებით სთავაზობს კონკრეტულ პიროვნებას თუ ორგანიზაციას გამგეობის წევრობას;
მიეწოდება სრული ინფორმაცია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საქმიანობის, მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტების, პროგრამებისა და სხვ. ღონისძიებების შესახებ;
პერიოდულად ღებულობს ცენტრში მიმდინარე საქმიანობის მიმოხილვას, სხვადასხვა სახის საინფორმაციო შეტყობინებებსა და მოსაწვევებს საცხოვრებელი სახლის/სამსახურის მისამართებზე;
უსასყიდლოდ ღებულობს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყველა გამოცემას;
ესწრება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ მხოლოდ მეგობართა საზოგადოებისთვის გამართულ (კორპორატიული ტიპის) კულტურულ ღონისძიებებს;
ჩართულია და მონაწილეობს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
აქვს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავებისა და  მემორიალური კაბინეტების პირადად და სტუმრებთან ერთად დათვალიერების ექსკლუზიური უფლება;
მისი სახელი გამოქვეყნებულია ცენტრის ვებ-გვერდზე;
ასრულებს გამგეობის წესდებითა და დებულებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს;
სარგებლობს გამგეობის წესდებითა და დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებებით;
იღებს გამგეობის წევრობის დამადასტურებელ სერთიფიკატს.



გამგეობის საპატიო წევრი
საპატიო წევრობას მეგობართა საზოგადოების გამგეობა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ადმინისტრაცია შეთანხმებით სთავაზობს კონკრეტულ პირსა თუ ორგანიზაციას;
საპატიო წევრს მეგობართა საზოგადოების წინაშე არ გააჩნია ფინანსური და შრომითი ვალდებულებები;
ფლობს სრულ ინფორმაციას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საქმიანობის, მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტების, პროგრამებისა და სხვ. ღონისძიებების შესახებ;
პერიოდულად ღებულობს ცენტრში მიმდინარე საქმიანობის მიმოხილვას, სხვადასხვა სახის საინფორმაციო შეტყობინებებსა და მოსაწვევებს საცხოვრებელი სახლის/სამსახურის მისამართებზე;
უსასყიდლოდ ღებულობს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყველა გამოცემას;
ესწრება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ მხოლოდ მეგობართა საზოგადოებისათვის გამართულ (კორპორატიული ტიპის) კულტურულ ღონისძიებებს;
ჩართულია და მონაწილეობას ღებულობს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
აქვს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავებისა და  მემორიალური კაბინეტების პირადად და სტუმრებთან ერთად დათვალიერების ექსკლუზიური უფლება;
მისი სახელი გამოქვეყნებულია ცენტრის ვებ-გვერდზე;
იღებს გამგეობის საპატიო წევრობის დამადასტურებელ სერთიფიკატს.

საზოგადოების წევრობის ფორმები და მათი უფლება-მოვალეობები


ოქროს მეგობარი
ოქროს მეგობარი არის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მიმდინარე მაშტაბური პროექტის ან სხვა ღონიძიებების მხარდამჭერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ცენტრის დასახმარებლად გაიღებს 1200-დან 10 000 ლარამდე, ან შეასრულებს ამავე თანხის ექვივალენტურ ტექნიკურ ან სხვა სახის საორგანიზაციო დახმარებას;
ოქროს მეგობრის სტატუსს განხორციელებული პროექტის მოცულობიდან და აქტუალურობიდან გამომდინარე 1 წლის ვადით ანიჭებს გამგეობა;
ფლობს სრულ ინფორმაციას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საქმიანობის, მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტების, პროგრამებისა და სხვ. ღონისძიებების შესახებ;
პერიოდულად ღებულობს ცენტრში მიმდინარე საქმიანობის მიმოხილვას, სხვადასხვა სახის საინფორმაციო შეტყობინებებსა და მოსაწვევებს საცხოვრებელი სახლის/სამსახურის მისამართებზე;
უსასყიდლოდ ღებულობს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყველა გამოცემას;
ესწრება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ მხოლოდ მეგობართა საზოგადოებისათვის გამართულ (კორპორატიული ტიპის) კულტურულ ღონისძიებებს;
ჩართულია და მონაწილეობას ღებულობს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
აქვს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავებისა და  მემორიალური კაბინეტების პირადად და სტუმრებთან ერთად დათვალიერების ექსკლუზიური უფლება;
მისი სახელი გამოქვეყნებულია ცენტრის ვებ-გვერდზე;
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით სარგებლობს მისი სახელით საკუთარი საქმიანობის რეკლამირებისათვის;
იღებს ოქროს წევრობის დანმადასტურებელ ჯილდოს, რომლის ფორმასა და სახესაც განსაზღვრავს გამგეობა.


კლასიკური მეგობარი
კლასიკური მეგობარი ფინანსურად ანგარიშვალდებულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების წინაშე;
კლასიკური მეგობარი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ყოველთვიურად იხდის საწევრო გადასახადს 20-დან 100 ლარის ოდენობით საქართველოს მოქალაქეებისთვის და 20-დან 100 ევროს ოდენობით უცხოეთში მცხოვრებთათვის;
ფლობს სრულ ინფორმაციას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ;
ღებულობს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემულ კატალოგებს, სასაჩუქრე მისალოც ბარათებსა და ცენტრის სხვადასხვა გამოცემებს;
ესწრება ხელნაწერთა ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს და საჭიროების შემთხვევაში ხდება მისი უშუალო მონაწილე;
გამგეობისათვის განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს, იღებს სრულ ინფორმაციას მეგობართა საზოგადოების ფინანსური ანგარიშების თაობაზე (შემოწირულობების რაოდენობა, ხარჯთაღრიცხვა და სხვ.).
          

მეგობარი ოჯახი
მეგობარი ოჯახი ფინანსურად ანგარიშვალდებულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების წინაშე;
მეგობარ ოჯახი არის ოჯახი, რომლის მინიმუმ ორი წევრი ყოველთვიურად იხდის საწევრო გადასახადს 20-დან 50 ლარის ოდენობით საქართველოს მცხოვრებთათვის და 20-დან 50 ევროს ოდენობით უცხოეთში მცხოვრებთათვის;
ფლობს სრულ ინფორმაციას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილი და მიმდინარე  ღონისძიებების შესახებ;
ღებულობს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემულ კატალოგებს,  სასაჩუქრე თუ მისალოც ბარათებს,  ცენტრის  სხვადასხვა გამოცემებს;
ესწრება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს და საჭიროების შემთხვევაში ხდება მისი უშუალო მონაწილე;
აქვს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავებისა და  მემორიალური კაბინეტების პირადად და სტუმრებთან ერთად დათვალიერების ექსკლუზიური უფლება;
გამგეობისათვის განაცხადით მიმართვის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს, იღებს სრულ ინფორმაციას მეგობართა საზოგადოების ფინანსური ანგარიშების თაობაზე (შემოწირულობების რაოდენობა, ხარჯთაღრიცხვა და სხვ.).


   თანამდგომი
თანამდგომი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფინანსურად ანგარიშვალდებულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების წინაშე;
 ყოველთვიურად  იხდის საწევრო გადასახადს  1-დან 19 ლარამდე;
მიეწოდება სრული ინფორმაცია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საქმიანობის, მიმდინარე თუ დაგეგმილი  პროექტების, პროგრამებისა და სხვ. ღონისძიებების შესახებ;
ჩართულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
 საწევროს გადახდის ვადით უსასყიდლოდ ესწრება გამოფენებს.

                                                    

ზოგადი დებულებები

1.                 ზოგადი ტერმინი ,,მეგობარი’’ ვრცელდება მეგობართა საზოგადოების ყველა კატეგორიის წევრზე;
2.                 მეგობართა საზოგადოების წევრების შესახებ მონაცემები განთავსდება მეგობართა საზოგადოებისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდებსა და სოციალურ ჯგუფებში;
3.                 ყველა კატეგორიის წევრს მიეცემა წევრობის დამადასტურებელი რაიმე საბუთი: მედალი, სერთიფიკატი, სამკერდე ნიშანი, მადლობის წერილი, ბარათი და სხვ. (შესაბამისი კატეგორიის მითითებით);
4.                 წევრობიდან გასვლა ხდება წევრის პირადი (წერილობითი) განცხადების საფუძველზე ან მის მიერ მოვალეობის ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეუსრულებლობის  შემთხვევაში;
5.                 წევრად მიღების პროცედურები განსხვავდება კატეგორიების შესაბამისად. ,,კლასიკური’’ და ,,თანამდგომი’’ მეგობრები ავსებენ  აპლიკაციის ფორმას;
6.                 ნებისმიერი კატეგორიის წევრი შესაძლებელია იყოს საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები უცხოეთის მოქალაქე;
7.                 ნებისმიერი კატეგორიის წევრი შესაძლებელია იყოს საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველი;
8.                 ,,შენატანად’’ ითვლება როგორც ცენტრის, ისე მეგობართა საზოგადოების დასახმარებლად გამიზნული თანხა;
9.                 ,,შენატანში’’ იგულისხმება თანხაც და შესაბამისი ღირებულების პროექტის ან მომსახურების განხორციელებაც.

Powered by Blogger.